მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯანდაცვის სექტორის მოთამაშეებს სერიოზულად გაგვიჭირდება” – „ევექსი ჰოსპიტლები“

628214265a3d1
მარიამ ადამია
16.05.22 22:25
2926
„დღეს ჰოსპიტალური სექტორი, პირისპირ დარჩენილია მხოლოდ საყოველთაოს ტარიფებთან და თუ უახლოესი თვეების განმავლობაში, მისი გასწორება არ მოხდება, ჯანდაცვის სექტორის მოთამაშეებს სერიოზულად გაგვიჭირდება", - ამის შესახებ BMG-ს „ევექსი ჰოსპიტლების“  დირექტორი, გიორგი მინდიაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, საყოველთაოს ტარიფები 2011 წლის მერე არ შეცვლილა და 2019 წელს 520-ე დადგენილებამ კიდევ უფრო დაამძიმა სექტორში ფინანსური მდგომარეობა.

"ამასთან დაკავშირებით სამინისტროში არაერთი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის, უშუალოდ მინისტრის ჩართულობით, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. უახლოეს დღეებში მინისტრთან კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი. შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ პრობლემა გადაიჭრება,“ - აღნიშნა მინდიაშვილმა.

მისივე თქმით, კლინიკები, რომლებიც პანდემიამდე სრულად იყო დატვირთული (საუბარია 200-300 საწოლიან ჰოსპიტლებზე), იმ ნიშნულს რომ მიუახლოვდნენ, რაც პანდემიამდე იყო, 6-8 თვემდე დასჭირდება.
"ახლა ფაქტობრივად ნულზეა დარჩენილი და ხელახლა ოპერირება უნდა დაიწყოს. ამ 8 თვის განმავლობაში სრულად სუბსიდირება დასჭირდება და ეს საკმაოდ მძიმე პერიოდი იქნება. კოვიდჰოსპიტლებს, რომლებიც სრულად იყვნენ კოვიდმართვაში ჩართული, დღეს ყველაზე მძიმე ფინანსური პერიოდი უდგათ", - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები