მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სისტემა კოვიდის ახალი ტალღის ეფექტიანად მართვისთვის მზად არის - მინისტრი

608933fd4866f
ინგა მურუსიძე
28.04.21 14:18
602
„ინფიცირების შემთხვევების მატების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო გადავიდა როგორც ჰოსპიტალური, ისე პირველადი ჯანდაცვის სექტორის მობილიზაციაზე", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მობილიზებულია 5 500 კოვიდსაწოლი, რომელსაც სისტემა გეგმაზომიერად გამოიყენებს.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა პანდემიას გაზრდილი საწოლფონდით, მასშტაბური ტესტირებით, სრულად მობილიზებული მედ-პერსონალითა და მკურნალობის გაუმჯობესებული რეჟიმით ებრძვის.

„ინფიცირების შემთხვევების მატების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო გადავიდა როგორც ჰოსპიტალური, ისე პირველადი ჯანდაცვის სექტორის მობილიზაციაზე. ამ ეტაპზე მობილიზებულია 5 500 კოვიდ საწოლი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ გეგმაზომიერად.

ჩვენ ასევე მობილიზებული გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინ-კლინიკა, რომელიც გასულ წელს შევქმენით. მისი დახმარებით შევძელით ეფექტური პირველადი რეაგირების სისტემის ჩამოყალიბება. დამატებითი რესურსი გვაქვს მობილიზებული კლინიკური სასტუმროების სახით, რომელიც წარმოადგენს შუალედურ რგოლს ბინასა და კლინიკაში მკურნალობას შორის.

კლინიკური სასტუმროების იდეა საერთაშორისო დონეზე იქნა აღიარებული და გაზიარებული, როგორც ახალი სიტყვა კოვიდის მართვაში. აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე ვადასტურებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, მისი საკადრო და ინფრასტრუქტურული რესურსით სათანადოდ არის მომზადებული კოვიდ-19-ის ახალი ტალღის ეფექტურად მართვისთვის,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები