მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სპეციალისტი: მაინტერესებს ვინ მიაწოდა ინფორმაცია პრემიერს, რომ ვაქცინა არ მუშაობს

620a84dd351e1
მარიამ იზორია
14.02.22 21:00
7045
„ომიკრონის შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ჯანდაცვის სპეციალისტი ქეთევან ჩხატარაშვილი bm.ge-სთან ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აცრა ის ერთადერთი იარაღია, რომლის დახმარებითაც პანდემიის დასრულებაა შესაძლებელი. მისივე განმარტებით, ვაქცინაციისგან განსხვავებით არ მუშაობს ვაქცინაციის ის კამპანია, რომელიც მთავრობამ ამ ქვეყანაში აწარმოა.

„მე უბრალოდ წყარო მაინტერესებს, ვინ მიაწოდა ეგ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს, რადგან ეს ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას. ვაქცინა მუშაობს და ამის მაგალითია განვითარებული ქვეყნები. რაც არ მუშაობს ვაქცინაციის ის კამპანიაა, რაც დაგეგმილი იყო ამ ქვეყანაში, ფაქტია, რომ ამან მოსახლეობის აცრის პროცესი ჩააგდო. იმის მაგივრად, რომ ვაღიაროთ, რომ ეს პროცესი ჩვენ ვერ ვმართეთ, იმაზე საუბარი, რომ აცრა არ მუშაობს ნამდვილად არასწორია. როცა დანარჩენი მსოფლიო საპირისპიროს ამტკიცებს - მსუბუქად რომ ვთქვათ ეს გაუმართლებელია“, - აღნიშნავს ჯანდაცვის სპეციალისტი.

ქეთევან ჩხატარაშვილი რეგულაციების შემსუბუქებაზეც საუბრობს. მისი თქმით, იმ ფონზე რომ აცრილების რაოდენობა 40%-საც არ აღწევს, შეზღუდვების მოხსნაზე ან შემსუბუქებაზე საუბარი ზედმეტია.

„ევროპის ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც ომიკრონისგან ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო, შეზღუდვები ან გააუქმა ან შეამსუბუქა, რადგან აქ ვაქცინირებულთა რაოდენობა 90%-ს აღწევს, ბუსტერიზაცია კი 80%-ს. ამ რიგებში საქართველო ნაკლებად წარმოსადგენია, რადგან ამ ტემპით საჭირო შედეგი ვერ გვექნება. თუმცა გაუგებარია ვისთვის არსებობს ეს შეზღუდვები, თბილისის ქუჩებში, რომ გახვალ ნახავ, რომ პირბადეს უმრავლესობა არ ატარებს და მათ არც არავინ აძლევს შენიშვნას“ - განმარტავს ის.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ომიკრონის შემთხვევაში ვაქცინა პრაქტიკულად არ მუშაობს, ამიტომ მწვანე პასპორტს აღარ ჰქონდა აზრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები