მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის ახალი მინისტრი & ფარმაცევტული ბაზრის გამოწვევები

საქართველოს ახალი ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტის მოქმედი წევრი მიხეილ სარჯველაძე გახდა. პროფესიით სამართალმცოდნე მიხეილ სარჯველაძე ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის მოქმედი დეპუტატია. ის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

„ჩემთვის პატივია, რომ შესაძლებლობა მექნება, ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის სასარგებლო ვიყო. პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა სამედიცინო საზოგადოებისადმი, რომელიც ვთვლი, რომ ამ ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალის მქონე ინტელექტუალური საზოგადოებაა, რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი იქნება დასახული მიზნის მიღწევა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა: იქნება ეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარება თუ თითოეული პაციენტის უფლებების სადარაჯოზე დგომა.“ - ასეთი იყო მინისტრის რანგში გაკეთებული მისი პირველი კომენტარი.

სტუმარი: ირაკლი მარგველაშვილი - საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები