ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა არ შეჩერებულა. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში პროგრამის შეჩერება არც იგეგმება და მას სახელმწიფო გააგრძელებს.
"ეს პროგრამა გრძელდება, გრძელდება ზუსტად იმავე ფორმატით და შინაარსით, როგორც ამ დრომდე იყო. გაუმჯობესება და განვითარება თუ ექნება, თორემ, შემცირებით, ან რაიმეს გამოკლებით, არაფერი იგეგმება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დღეს, 2 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან საუბრისას.
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2015 წელს ამოქმედდა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დახმარებით და „გილეადის“ ხელშეწყობით, 2015 წლის აპრილში ამოქმედდა. ელიმინაციის პროგრამა მოიცავს უფასო სკრინინგს, დაავადების დიაგნოსტიკას და C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების უფასო მკურნალობას, უახლესი თაობის ძვირად ღირებული მედიკამენტებით. პროგრამის ფარგლებში „გილეადი“ საქართველოს უფასოდ აწვდიდა ანტივრუსულ პრეპარატებს.