მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრმა პირველ მოადგილედ თამარ გაბუნია დატოვა

axali ministri

ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა. როგორც გაბუნიამ bm.ge-ის უთხრა, ახალი მინისტრის ბრძანებით, ის პოსტზე უკვე დანიშნულია.

რაც შეეხება ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის კიდევ ორ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს და ირაკლი მხეიძეს, თამარ გაბუნიას ამ ეტაპზე მათი დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

საქმე ის არის, რომ მინისტრის გადადგომის შემთხვევაში მისი მოადგილეები პოსტებს ავტომატურად ტოვებენ, შესაბამისად, ღუდუშაური და მხეიძე მინისტრის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლებად რჩებიან.

შეგახსენებთ: ჯანდაცვის ახლად დანიშნული მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამინისტროში დღეს პირველად მივიდა. მოადგილეების შესახებ დასმულ კითხვაზე მან უპასუხა, რომ საკითხზე კონსულტაციები უნდა გაიმართოს.

ეყოლება თუ არა ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები - სარჯველაძის განმარტება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები