მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს - ირაკლი მხეიძის ბიოგრაფია

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. ირაკლი მხეიძე, რომელიც უწყებაში ამ დრომდე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის პოსტს იკავებდა თამარ ბარკალაიას ადგილი დაიკავა.

პროფესიით სამართალმცოდნე ირაკლი მხეიძეს სხვადასხვა პერიოდში კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს. ჯანდაცვის სექტორის გარდა ის ასევე საფინანსო სექტორშიც მუშაობდა.

ირაკლი მხეიძის ბიოგრაფია:

დაბადების თარიღი:

12.06.1981წ.

განათლება:

2000 - 2005წწ. - თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტი, სამართალმცოდნე, სამართალმცოდნეობის მაგისტრთან გათანაბრებული.

სამუშაო გამოცდილება:

2023 წლის 23 ივნისიდან - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, დირექტორი.

2022-2023წწ. - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, დირექტორი.

2022წ. - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, დირექტორის მოადგილე.

2019-2022წწ. - შპს "ჯი არ სი", საცალო გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

2014-2019წწ. - სს "ტერაბანკი", ფილიალის დირექტორი.

2004-2014წწ. - სს "პროკრედიტ ბანკი", სერვის ცენტრის უფროსი.

ენები:

ქართული, ინგლისური,რუსული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები