ჯანდაცვის მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სამი ბრძანება, რომელთა თანახმად, მიხეილ სარჯველაძის მოადგილეებად თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და ირაკლი პატარიძე დაინიშნნენ.
მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს თამარ გაბუნია იკავებს.
ცნობისთვის, მიხეილ სარჯველაძემ, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტი გასულ თვეს დაიკავა, მოადგილეებს შორის ხელახლა მხოლოდ თამარ გაბუნია დანიშნა. ილია ღუდუშაური და ირაკლი მხეიძე კი - აღარ.