მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვებისთვის სისხლის უანგარო დონაციის კამპანიის ინიციატივით გამოდის

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვებისთვის სისხლის უანგარო დონაციის კამპანიის ინიციატივით გამოდის, რომელიც მთელი წელი გაგრძელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, მიზანია, რომ მომავალ თაობას კეთილდღეობისთვის არაფერი აკლდეს.

„ყველა ბავშვს გულითადად ვულოცავ ამ ძვირფას დღეს და ვუსურვებ საუკეთესო მომავალს, კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას. ყველას მოვუწოდებ, რომ ბავშვის ინტერესი და უფლება არასდროს მოექცეს სხვა რომელიმე ინტერესის ჩრდილში. 1-ელი ივნისი არის, არამხოლოდ ამ დღეს ბავშვთა უფლებების გადაფასებისთვის, არამედ ეს არის დღეს იმის შესახსენებლად, რომ ბავშვის ინტერესი წლის ყოველ დღეს უმთავრესია. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ მომავალ თაობას, ბავშვებს კეთილდღეობისთვის არაფერი აკლდეთ, ამიტომ ჩვენი სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ დავიწყოთ სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანია ბავშვებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ შევკრებთ და გავაერთიანებთ ყველას, ვისაც ექნება ამ კამპანიაში მონაწილეობის სურვილი, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იქნეს ჯანმრთელობაზე ყველას უფლება და უპირველესად, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები