მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო VS ფარმაბიზნესი - რატომ იქმნება ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტი?

ნაცვლად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთობა დიალოგის ფორმატში სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობდეს, ბოლო პერიოდში მხარეებს შორის მხოლოდ ურთიერთბრალდებები გვესმის. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტ "დეპაკინ ქრონოზე" ხელოვნური დეფიციტის შექმნაში ფარმაცევტული კომპანიების დადანაშაულება ზღვარი აღმოჩნდა, რის შემდეგადაც სექტორი დუმილს არღვევს და ყველა ის თემა გამოაქვს საჯაროდ, რაც რეალურად ხდება. 

ჯანდაცვის ასოციაციამ საკმაოდ ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სავარაუდოდ მიზანმიმართულად ახორციელებს ბრალდებებს იმისთვის, რომ გადაფაროს არასწორად შემუშავებული და გატარებული რეფორმები, რაც წარმოშობს ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტს, რომელიც ბოლო პერიოდში რეფერენტული ფასების დაწესების შემდგომ გაჩნდა.

დღეს რეფერენტული ფასები დადგენილია 1620 დასახელების მედიკამენტზე, თუმცა როგორც ასოციაცია ამბობს, დღეს ქვეყანაში მხოლოდ 600 მედიკამენტია ხელმისაწვდომი და 1000-ზე მეტი წამალი ბაზარზე სწორედ რეფერენტული ფასთწარმოქმნის დაწესების შემდეგ ვეღარ შემოდის. ფარმაცევტული სექტორი ღიად ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული რეფერენტული ფასთწარმოქმნის მოდელი ყველა ასპექტში ხარვეზიანია. რა არგუმენტები აქვთ ფარმაცევტული კომპანიებს, რა შეცვალა რეფერენტულმა ფასებმა ფარმაცევტული ბიზნესისთვის და რიგითი მოქალაქეებისთვის?

სტუმარი: ილონა კოკიაშვილი - საქართველოს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები