მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანეტ იელენი ჩინეთის დედაქალაქში ჩავიდა

64a6b3cf7fb83
გიორგი თოლორდავა
06.07.23 16:34
571
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი ჩინეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

ამერიკის ფინანსთა მინისტრი პეკინში 4-დღიანი სტუმრობისას ჩინელ კოლეგებს და მმართველი კომუნისტური მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება.

მაღალი რანგის ვიზიტის მიზანი ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობების დასტაბილურება და თანამშრომლობის აღდგენაა. მოგეხსენებათ, ამ მიზნით გასულ თვეს პეკინს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც ეწვია.

დედაქალაქში იელენის ჩასვლას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს იმის ფონზე, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, ანუ 4 ივლისს ჩინეთის მთავრობამ ვაშინგტონს ახალი სანქციები დაუწესა.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი ხაზინადარი სანქციების საკითხზეც ისაუბრებს, როგორც აშშ-ჩინეთის, ასევე რუსეთ-უკრაინის კონტექსტში.

როგორც ცნობილია, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი იელენთან შეხვედრისგან ამჯერად თავს შეიკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები