დღეს თბილისს საქმიანი ვიზიტით მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ანუ FIFA-ს მეცხრე პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში მან უნდა დაათვალიეროს ადგილობრივი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, როგორიც “ავაზას” სახელობის სპორტული კომპლექსი და “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონია, რასთან ერთადაც შეხვედრაა დაგეგმილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან.
ირაკლი მოდებაძე - #BMG-ის რეპორტიორი;