მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანმო-ს საქართველოს ოფისი ქვეყანაში პანდემიის მართვას აფასებს

BM.GE
23.07.21 12:31
777
პანდემია, რომელიც უკვე 19 თვეა გრძელდება, ერთგვარი ტესტია, რომლის ჩაბარებაც მსოფლიოს უჭირს - ეს იყო ამ კვირაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი გზავნილი. ორგანიზაციის მთავარი სამიზნეა, რომ მომავალი წლის პირველი ნახევრისთვის ყველა ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 70% აცრილი უნდა იყოს.

რა ხდება საქართველოში, რომლის მთავარი სამიზნე, 2021 წლის ბოლოსთვის 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60%-ის აცრაა ანუ მიმდინარე წლის განმავლობაში 1,691,214 ადამიანი უნდა აიცრას. ამ ადამიანების ორჯერ ასაცრელად, ვაქცინების დანაკარგის 15%-ის გათვალისწინებით, 3,979,327 დოზა ვაქცინაა საჭირო.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შედგენის დროს მთავრობა განსაკუთრებულ იმედს ამყარებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის COVAX-პლატფორმაზე და მიუთითებდა, რომ 2021 წლისთვის ამ პლატფორმიდან “1,484,400 ვაქცინის დოზა გარანტირებული ჰქონდა”. როგორც დრომ აჩვენა ეს პროგნოზი გადაჭარბებული აღმოჩნდა, რადგანაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მისი ყველა ბენეფიციარისთვის დაპირებული ვაქცინების მხოლოდ მცირე ნაწილის მიწოდება შეძლო.

სილვიუ დომენტე - ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი;

სტუმარი: ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის სპეციალისტი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები