მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანმო საქართველოში თუთუნზე აქციზის შემცირების ინიციატივას ეწინააღმდეგება

who ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის არაგადამდებ დაავადებათა პროგრამების კოორდინატორი თუთუნზე აქციზის განაკვეთის 60-დან 30 ლარამდე შემცირების იდეას შემაშფოთებელს უწოდებს. როგორც კახა ღვინიანიძე BMG-სთან აცხადებს, რომ ის საქართველოს გაცხადებულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

"ის ეწინააღმდეგება თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც 2021 წელს დამტკიცდა, ეწინააღმდეგება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციას, რომლის წევრია საქართველო; ეწინააღმდეგება ასოცირების დირექტივის 283-ე მუხლს", - განაცხადა კახა ღვინიანიძემ.

როგორც WHO-ს არაგადამდებ დაავადებათა პროგრამების კოორდინატორი ამბობს, თუთუნზე აქციზის შემცირება ე.წ. თუთუნიზაციის ეპოქას დააბრუნებს.

"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინიციატივა ბაზარზე იაფ თამბაქოს გააჩენს, თუთუნიზაციის ეპოქა განმეორდება და შედეგად, ახალგაზრდების, ბავშვების, არამწეველების ჩართვას გამოიწვევს აგზრდის თამბაქოს მოხმარებას გაზრდის. ამავდროულად, ის ბიუჯეტურ გადასახადებსაც. ამცირებს. არა მხოლოდ იმ გადასახადებს, რომლებიც განმარტებით ბარათში იკითხება. სიგარეტის მწეველების ნაწილი თუთუნზე გადავა, რაც სიგარეტისგან მიღებული აქციზის შემოსავალს შეამცირებს", - აცხადებს კახა ღვინიანიძე.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის და ამავე კომიტეტის სხვა წევრების ინიციატივით, პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც თუთუნზე აქციზური განაკვეთის 60-დან 30 ლარამდე შემცირებას ითვალისწინებს.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში შემცირდება საბიუჯეტო შემოსავალი აქციზიდან, რადგანაც 2023 წელს ამ კატეგორიის ნედლეულის იმპორტმა 832,168 კილოგრამი შეადგინა, რაც შესაბამისად 49 930 094 ლარით დაიბეგრა.

“ვინაიდან კანონპროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის 60 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად შემცირდება დაახლოებით 24 965 047.2 ლარით. თუმცა, აქციზის განაკვეთის შემცირებით გამოწვეული საბიუჯეტო შემოსავლების დანაკარგის კომპენსირება მოხდება ბაზარზე არალეგალური სიგარეტის ლეგალურით ჩანაცვლებისა და შედეგად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების ფონზე,”- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები