მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანმომ Monkeypox-ის სახელი Mpox-ით შეცვალა

63861843e60a0
გიორგი თოლორდავა
29.11.22 18:38
565
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მაიმუნის ყვავილის ვირუსის საერთაშორისო სახელწოდების - Monkeypox-ის შეცვლის და ახალი ტერმინის - Mpox-ის დამკვიდრების გადაწყვეტილება მიიღო.

ჯანმოს განმარტებით, ძველი ტერმინი დისკრიმინაციას, სტიგმატიზაციას და სიძულვილის ენის გავრცელებას უწყობდა ხელს, ამიტომაც გადაწყდა, რომ ვირუსის სახელწოდება მაქსიმალურ ნეიტრალური, თუმცა გასაგები ყოფილიყო.

მსოფლიოს მასშტაბით ამჟამად Mpox-ის 80,000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, ყველაზე დიდი რაოდენობით ვირუსი აშშ-ში, ბრაზილიასა და ესპანეთშია გავრცელებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები