მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯანმოს მიკერძოებული მიდგომები პროგრესს აფერხებს - ქლაივ ბეითსი

ქლაივ ბეითსი
28.10.25 14:24
1356

2025 წლის ოქტომბერში ბრიუსელში გამართულ თამბაქოსა და ნიკოტინის გლობალურ ფორუმზე (GTNF), ქლაივ ბეითსმა (Counterfactual-ის დირექტორი), მოხსენება გააკეთა თამბაქოს კონტროლის მიდგომებში არსებითი ცვლილებების საჭიროებაზე.

ქლაივ ბეითსი ამბობს, რომ გლობალურად მოსახლეობის რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით მწეველების საერთო რაოდენობა კვლავ მზარდია, ხოლო ყოველწლიურად მოწევით გამოწვეული დაავადებებით 7.5 მილიონი ადამიანი იღუპება. იგი მიუთითებს, რომ გლობალურად თამბაქოს კონტროლის არსებული ინსტრუმენტები მოძველდა და ახალი შესაძლებლობებისა და მიდგომების უგულებელყოფა ხდება.

ბეითსმა ნიკოტინის უკვამლო პროდუქტები გარღვევად შეაფასა და შვედეთის წარმატებაზე ისაუბრა: „შვედეთში გერმანიასთან შედარებით ნიკოტინის მაღალი მოხმარებაა, მაგრამ სიმსივნის მაჩვენებლები შედარებით დაბალია. ასე გამოიყურება ზიანის შემცირება.“ ამასთან, მან გააკრიტიკა ჯანმოს პოზიცია თითქოს „არ არსებობს მტკიცებულება“, რომ შემცირებული რისკის პროდუქტები სიგარეტთან შედარებით ნაკლებად საზიანოა.

ბეითსი აღნიშნავს, რომ FCTC-მ მიკერძოებული მიდგომების ინსტიტუციონალიზება მოახდინა, რაც პროგრესისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს. „თუ თამბაქოს ინდუსტრიას რაღაც მოსწონს, მაშინ იგი აუცილებლად ცუდი უნდა იყოს - ეს ის ლოგიკაა, რომელიც მათ პოლიტიკაშია ჩაშენებული,“ ამბობს იგი. ბეითსის თქმით, რამდენიმე კომპანიამ უკვე განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია - „ამჟამად PMI თავისი შემოსავლების 41%-ს გამოიმუშავებს უკვამლო პროდუქტებიდან“ - მაშინ როდესაც, ჯერ კიდევ გლობალურად შექმნილი მიდგომა უფრო მეტად სჯის, ვიდრე ახალისებს ტრანსფორმაციას.

იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანები ნიკოტინის მოხმარებას აგრძელებენ, მნიშვნელოვანია ზიანის შემცირების სწორი შესაძლებლობის დანახვა უკვამლო ალტერნატივების პოტენციალის გამოყენებით. „ნიკოტინზე მოთხოვნა თავისით არ გაქრება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მისი მოხმარება გაცილებით ნაკლებად საზიანო გავხადოთ - და, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება იძულების გარეშე. მომხმარებლებს მივცეთ შესაძლებლობა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი,“ ამბობს ბეითსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები