მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარი გაიზარდა

ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის გადანაწილება შეიცვალა. 5 უმსხვილესი კომპანიის წილი ბაზარზე მცირედით, თუმცა შემცირდა, შედარებით მცირე წილის მფლობელმა კომპანიებმა კი ახალი მომხმარებლების მოზიდვა შეძლეს. მთლიანობაში კერძო დაზღვევის მფლობელთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. 30 ივნისის მდგომარეობით ქვეყნის მოსახლეობის 19% სარგებლოობს კერძო სამედიცინო დაზღვევით. პსპ დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, ჯანმრთელობის დაზღვევის პორტფელი გაიზარდა, თუმცა მცირედით. როგორც სოფო ლებანიძე ამბობს, მეტად გაზრდილია სადაზღვევო პრემია, ვიდრე ახალი პოლისების რაოდენობაა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები