სამედიცინო (ჯანმრთელობის) კერძო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს.
სადაზღვევო ბაზრის 2025 წლის პირველი 6 თვის მიმოხილვა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში სამედიცინო პოლისების რაოდენობა მზარდია და 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში 765,812 პოლისი იყო მოქმედი. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 735,061 იყო, ხოლო 2023 წელს 721,747 სამედიცინო პოლისი იყო მოქმედი.
2025 წლის 6 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში სადაზღვევო კომპანიებმა 375 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს. ბაზრის ლიდერი "ჯიპიაია" 98.1 მილიონი ლარით და
26%-იანი წილით.

2025 წლის 6 თვეში სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება წლიურად ₾11 მილიონით შემცირდა



























