მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ. დანარჩენი მოგვიანებით - გიორგი გახარია

გიორგი გახარია

გიორგი გახარია, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ წერს, რომ ჯანმრთელობის მხრივ ნორმალურად არის და ახლა, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ მხარდაჭერა.

"დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ.დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა.

დანარჩენი მოგვიანებით", - წერს "საქართველოსთვის" ლიდერი.

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც ბათუმში ფიზიკურად გაუსწორდნენ, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. საქმე 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები