მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯარიმების გამოქვეყნება დაიწყეს ისე, რომ არც კი უცდიათ პირადად ან ფოსტით ჩაბარება - იურისტი

იუნით

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საჯარიმო ოქმების საიტზე ატვირთვა დაიწყეს და დაჯარიმებულ პირებს არც სახლში მისვლით ან დარეკვით აღარ აფრთხილებენ.

ამის გამო იურისტი მოუწოდებს მოქალაქეებს www.protocols.ge-ზე შეამოწმონ დაჯარიმდნენ თუ არა.

"შსს-მ საჯარიმო ქვითრების გამოქვეყნება დაიწყო ისე, რომ არც კი უცდია ადრესატებისთვის პირადად ან ფოსტით ჩაბარება. გზის გადაკეტვაზე ორი შემთხვევა ვნახე უკვე და სავარაუდოდ, ამ პრაქტიკას მასობრივად მიმართავენ. არც ერთ შემთხვევაში არ მიუტანიათ ფოსტით ან პირადად, ისე გამოაქვეყნეს ოქმები, ერთ შემთხვევაში მხოლოდ სატელეფონო ზარი იყო, მეორეში კი ესეც არ ყოფილა.

"ოცნების" კანონმდებლობის პირობებშიც კი უხეში დარღვევაა ოქმის ჩაბარების წესის, რადგან ორჯერ მაინც უნდა სცადონ ჩაბარება და ამის შემდეგ აქვთ გამოქვეყნების უფლება. რადგანაც არც კონსტიტუცია ადარდებთ და არც საკუთარი ფორმალური წესები.

ამიტომ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ?! https://www.protocols.ge/ - ზე აქვეყნებს შსს ამ ოქმებს და ყველას მარტივად შეგიძლიათ შემოწმება პირადი ნომრით, რამე არის თუ არა გამოქვეყნებული. თუ თქვენი ჯარიმაც იპოვეთ საიტზე, გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს გვეთვლება ოქმი ჩაბარებულად. ჩაბარებიდან 10 დღე გვაქვს გასაჩივრებისთვის და აუცილებლად გაასაჩივრეთ, ასე მის აღსრულებას და ჯარიმის გადახდის ვალდებულებას გააჩერებთ. საჩივრის შაბლონისთვის შეგიძლიათ მომწეროთ", - წერს სიმონიშვილი.

BMG შსს-ს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. უკვე რამდენიმე კვირაა შინაგან საქმეთა სამინისტრო გზის ხელოვნურად გადაკეტვას (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლი, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა) ედავება ათეულობით მოქალაქეს. ამ მოქალაქეებს ტელეფონით ან ადგილზე მისვლით ატყობინებენ ძირითადად 5 ათას ლარიანი ჯარიმის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები