ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მიერ სანქცირებული შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.
საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ვახტანგ გომელაურს აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა.