მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯარში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა, შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი და ექიმი დაინფიცირდა - ტიკარაძე

5ea1608da596b
ინგა მურუსიძე
23.04.20 13:35
790
ჯარში არა, ხოლო შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი და ექიმი დაინფიცირდა, - ამის შესახებ ჯანდაცვს მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ექიმი, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა, მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.

„ჯარში ვირუსი არ დაფიქსირებულა, თუმცა არის შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი, რომელსაც დაუფიქსირდა ვირუსი, ასევე არიან ექიმები, რომლებსაც დაუფიქსირდა კოვიდ 19, სულ ასეთი პაციენტების რიცხვი არის 20. მიმდინარეობს ამ ჯგუფების მუდმივი შემოწმება, დამატებით ვმუშაობთ უსაფრთხოების ზომების და ნორმების დანერგვაზე, რომ ისინი მეტად დაცულები იყვნენ. ზოგადად, ჯგუფებში სიტუაცია კონტროლირებადია. აღსანიშნავია, რომ მათ ძირითადად დაავადება გადატანილი აქვთ უსიპმტომოდ, რაც გასათვალისწინებელია ჩვენთვის. ყველა ის ექიმი, ვინც იყო აღმოჩენილი, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ალგორითმის დახვეწა და აფთიაქების ფარმაცევტები, ასევე სასურსათო მაღაზიების თანამშრომლები შევლენ რისკ-ჯგუფებში, თუმცა როდის, ეს ჯერ ცნობილი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები