მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯავშნები უქმდება - ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესები ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ;

ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურობამ ბიზნესის ნაწილი, მათ შორის განსაკუთრებით ტურიზმის სექტორი დააზარალა. ამასთან, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე დაზარალებულ სხვადასხვა ბიზნეს-ჯგუფებს ხვდებიან და მსჯელობენ, როგორ დაეხმარონ ამ სექტორებს. თავად ტურიზმის დარგის წარმომადგენლების ნაწილი კი ამბობს, რომ ჯერჯერობით სამინისტროდან მათთან კომუნიკაცია არ ყოფილა. შესაბამისად, ისინი მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ამასობაში კი ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარების ფონზე, ჯავშნების გაუქმება გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები