მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეფ ბეზოსი $8.6 მილიარდის ღირებულების Amazon-ის აქციების გაყიდვას გეგმავს

ჯეფ ბეზოსი
სტატიაში საუბარია:

მილიარდერი ჯეფ ბეზოსი საკუთარ კომპანიაში წილის შემცირებას და მიმდინარე წლის ბოლომდე 8.6 მილიარდი დოლარის Amazon-ის აქციების გაყიდვას გეგმავს. შესაბამისი განცხადება მარეგულირებელ ორგანოს უკვე გადაეცა და ინვესტორებმაც ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

საერთო ჯამში, საუბარია 50 მილიონი აქციის გაყიდვაზე, რისი მიზანიც ქონების განაღდებაა. მოგეხსენებათ, ბეზოსი მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი მეწარმეა, რომლის ქონების შეფასება 197 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა ამ თანხის უდიდესი ნაწილი საფონდო ბირჟაზეა ინვესტირებული. შესაბამისად, როდესაც ბეზოსს ქონების განაღდება სურს, ის იძულებულია ვალი აიღოს ან Amazon-ის აქციები გაყიდოს. ამ შემთხვევაში, 60 წლის მეწარმემ სწორედ ეს უკანასკნელი გზა აირჩია.

ზუსტად რაში დახარჯავს ბეზოსი $8.6 მილიარდს, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ის მრავალფეროვანი ინტერესების მქონე პიროვნებაა, რომელიც ერთდროულად ცდილობს კოსმოსის კოლონიზაციას, სამედიცინო ინდუსტრიის განვითარებას და IT-სექტორში რევოლუციის მოხდენას.

ასევე, არ არის გამორიცხული, რომ ექსტრავაგანტურმა მეწარმემ ამ თანხით პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული იახტა ან თვითმფრინავი შეიძინოს, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება მას აქამდეც არაერთხელ მიუღია.

რაც შეეხება უშუალოდ Amazon-ს, ამ ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1 ტრილიონ 784 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს რიგით მეოთხე უმსხვილესი კომპანიაა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.