ჯეფ ბეზოსის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია, რომელიც ახალი სტარტაპია და Project Prometheu ("პროექტი პრომეთე") ეწოდება, დაფინანსების ახალ რაუნდში 10 მილიარდი დოლარის მოზიდვას უახლოვდება, რითაც მისი შეფასება 38 მილიარდ დოლარს მიაღწევს, - იუწყება The Financial Times წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, თანხების მოზიდვა AI კომპანიების მიმართ ინვესტორთა ძლიერი ენთუზიაზმის ფონზე ხდება, რადგან ტექნოლოგიური სექტორის დიდი დანახარჯები სხვადასხვა სფეროში ბიზნესებს გარდაქმნის.
ახალ საინვესტიციო რაუნდში ინვესტორებს შორის JPMorgan-ი და BlackRock-ი არიან. გამოცემა დასძენს, რომ ფონდების მოზიდვის პროცესი სავარაუდოდ მალე დასრულდება, თუმცა საბოლოოდ ჯერ დადასტურებული არ არის.
მედიის ცნობით, სტარტაპი ფოკუსირებულია ხელოვნურ ინტელექტზე ისეთი საინჟინრო და საწარმოო მიმართულებებით, როგორიცაა კომპიუტერები, საავტომობილო ინდუსტრია და კოსმოსური ხომალდები.
Amazon.com-ის დამფუძნებელი ბეზოსი ამ წამოწყების ერთ-ერთი პირველი ინვესტორია და თანა-აღმასრულებელ დირექტორ ვიკრამ ბაჯაჯთან ერთად დაფინანსების მოზიდვის პროცესს ხელმძღვანელობს.




























