მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ის შეფასება $130 მილიარდს აღწევს

ჯეფ ბეზოსი - blue origin

CNBC-ის ინფორმაციით, ჯეფ ბეზოსის კოსმოსურმა კომპანიამ Blue Origin-მა გარე დაფინანსების პირველი რაუნდი წამოიწყო. სწორედ ამ სესიის ფარგლებში, პირველად გახდა ცნობილი, რომ სტარტაპი, მისი აქტივები და ჩადებული ინვესტიცია ამ ეტაპისთვის $130 მილიარდად არის შეფასებული.

არსებული ინფორმაციით, მიმდინარე რაუნდში თავად ბეზოსი $2 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს, ჰეჯ-ფონდი Coatue Management-ი კი პროექტში $4 მილიარდს ჩადებს. საყურადღებოა, რომ დარჩენილი $4 მილიარდის მიმართ ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება და პროცესში რამდენიმე მსხვილი ინვესტორის ჩართვას მოელიან.

ცნობისთვის, Blue Origin-ი 2000 წელს დაფუძნებული კოსმოსური კომპანიაა, რომელიც დღეს კონკურენციას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კოსმოსურ კომპანია, SpaceX-სს უწევს. სტარტაპის უახლესი რაკეტის, New Glenn-ის გამოცდამ რამდენიმე კვირის წინ წარუმატებლად ჩაიარა, თუმცა ბეზოსის თქმით, კომპანია NASA-ს მომავალი მისიებისთვის საჭირო ხომალდების აგებასა და გამოცდას მაინც მოასწრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები