მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეფ ბეზოსმა ქონების შეფასებით ილონ მასკს გადაუსწრო

ბეზოსი და მასკი
სტატიაში საუბარია:

მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგში Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა ქონების შეფასებით Tesla-ს ხელმძღვანელს, ილონ მასკს გადაუსწრო და მე-2 ადგილი დაიკავა.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ბეზოსის ქონების შეფასება $24 მილიარდით არის გაზრდილი და ის ამჟამად $201 მილიარდს შეადგენს. რეიტინგში მისი დაწინაურება პირდაპირ კავშირშია საფონდო ბირჟაზე Amazon-ის აქციების ზრდასთან.

შედარებისთვის, ილონ მასკის ქონება წელს $37.5 მილიარდით არის შემცირებული და ის ამჟამად $191 მილიარდს შეადგენს. ბოლო პერიოდის განმავლობაში მასკის წარუმატებლობა Tesla-ს არასახარბიელო ფინანსური შედეგებით არის განპირობებული.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Bloomberg-ის რეიტინგის სათავეში ამჟამად მოდის ინდუსტრიის გიგანტის, LVMH-ის დამფუძნებელი ბერნარ არნოა, რომლის ქონების შეფასება $215 მილიარდს აღწევს.