მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის გამო, ბრიტანეთმა აშშ-ში ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ

ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ბრიტანეთის ელჩი, პიტერ მენდელსონი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ჯეფრი ეპშტეინთან მისი კავშირის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტრამერმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ელჩ მენდელსონის გამოწვევა დაავალა და მიზეზად ახლად გავრცელებული მიმოწერა დაასახელა, რომლებიც სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებულ ფინანსისტს, ჯეფრი ეპშტეინსა და პიტერ მენდელსონს შორის ახლო ურთიერთობას ადასტურებს, რაც ამ დრომდე ცნობილი არ ყოფილა.

ლეიბორისტული პარტიის ვეტერანი წევრი, პიტერ მენდელსონი, ეპშტეინთან კავშირის გამო ყურადღების ცენტრში აქამდეც მოქცეულა, როდესაც გავრცელდა ეპშტეინის დაბადების დღის წიგნი, სადაც მისალოც წერილს ხელს მენდელსონი აწერდა და ფინანსისტს "ჩემს საუკეთესო მეგობარს" უწოდებდა.

სტარმერმა მხარი ელჩს დაუჭირა, თუმცა, საზოგადოებისა და პარტიისგან გაზრდილი წნეხის ფონზე, მიდგომა შეცვალა.

"წერილები აჩვენებს, რომ პიტერ მენდელსონისა და ჯეფრი ეპშტეინის ურთიერთობის სიღრმე და მასშტაბი მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი დანიშვნის დროს ცნობილი ურთიერთობისგან. ეპშტეინის დანაშაულების მსხვერპლთა გათვალისწინებით, იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა ელჩის თანამდებობიდან", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები