მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეი დი ვენსის შემდეგ, სომხეთში დღეს მარკო რუბიო ჩავიდა

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა. რუბიოს აეროპორტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი დახვდა.

ეს მიმდინარე წელს აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირის უკვე მეორე ოფიციალური ვიზიტია. მანამდე სომხეთს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სტუმრობდა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუბიოს ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტების ხელმოწერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთში ინდოეთიდან ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებები გამართა ინდოეთი-აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები