"ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება ღრმად შემაშფოთებელია. NATO საქართველოსგან მოელის, როგორც ახლო პარტნიორისა და ასპირანტისგან, ევროატლანტიკური დემოკრატიული სტანდარტების განვითარებას, ეს მოიცავს პოლიტიკური განსხვავებების დიალოგის გზით გადაჭრას და მაპოლარიზებელი რიტორიკისა და ქმედებებისგან თავის არიდებას," - წერს ჯეიმს აპატურაი.
ნიკა მელია დღეს, პარტიის ოფისში დააკავეს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოფისში წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც მელიას მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს და სპეცრაზმმა მელია დააკავა.
მომხდარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე შეფასებები უკვე მოჰყვა. ისინი საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ და დემოკრატიის ერთგულებისკენ მოუწოდებენ.