მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეკ მა კვების ინდუსტრიაში მიდის და აგრობიზნესს იწყებს

ჯეკ მა

ტექნოლოგიური ინდუსტრიის ტიტანი, Alibaba-ს, Ant Group-ისა და AliPay-ს დამფუძნებელი, მილიარდერი ჯეკ მა კვების ინდუსტრიაში მიდის და აგრობიზნესს იწყებს.

ცოტა ხნის წინ, ჰანჯოუში დაბადებულმა მეწარმემ ახალი კომპანია Hangzhou Ma's Kitchen Food დააფუძნა, რომელიც ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებული საჭმელების რეალიზაციას ისახავს მიზნად. კომპანიის საწყისმა კაპიტალმა $1.4 მილიონი შეადგინა, თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჯეკ მას ქონება $29 მილიარდს აჭარბებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ სტარტაპს ნამდვილად არ ექნება კაპიტალთან წვდომის პრობლემა.

გარდა იმისა, რომ ინოვატორი მეწარმე ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ ბიზნესში მიდის, ის ასევე აქტიურად განაგრძობს სოფლის მეურნეობის სექტორში გათვითცნობიერებას და ცოდნის ამაღლებას. როგორც ცნობილია, აგრონომიასთან დაკავშირებით ის ჩინეთის, იაპონიის, ტაილანდისა და ნიდერლანდების რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტს ეწვია და ინდუსტრიის ექსპერტებთან დახურულ სემინარებზე დადიოდა.

სოფლის მეურნეობის მიმართ ჯეკ მას დიდ ინტერესს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ წელს მან თავად დაიწყო ამ თემასთან დაკავშირებით ლექციების ჩატარება. როგორც ის აღნიშნავს, აგრონომიულ ინდუსტრიას ნამდვილი ტექნოლოგიური რევოლუცია სჭირდება, ისეთი, როგორიც საერთაშორისო ვაჭრობისთვის Alibaba-ს გამოჩენა იყო.

ზუსტად რა მიზნებს ისახავს ამბიციური მილიარდერი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ფაქტია, ჯეკ მა სამეწარმეო ცხოვრებას უბრუნდება, ეს კი ის საქმეა, რომელიც მასზე უკეთ ჩინეთში არავის გამოსდის.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები