მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეკ მას კომპანია ჩინეთში Credit Suisse-ის ბიზნესს $250 მილიონად ყიდულობს

ჯეკ მა

მილიარდერი ჯეკ მას მიერ დაფუძნებული Ant Group-ი ჩინეთში შვეიცარიული Credit Suisse-ის ბიზნესს 250 მილიონ დოლარად ყიდულობს.

Credit Suisse-ის მფლობელმა UBS-მა ქვეყნის ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კომპანიაში რესტრუქტურიზაცია დაიწყო და საერთაშორისო გაფართოების სტრატეგია შეიცვალა.

აღსანიშნავია, რომ Credit Suisse-ის აქტივების შეძენით კენ გრიფინის Citadel Capital-იც იყო დაინტერესებული, რომელიც უმსხვილესი ჰეჯ-ფონდია, თუმცა, როგორც ჩანს, აუქციონში ჯეკ მას Ant Group-მა გაიმარჯვა, რომელიც, თავის დროზე, პლანეტის უმსხვილესი სტარტაპი იყო.

ექსპერტების შეფასებით, Credit Suisse-ის აქტივების შესყიდვით Ant Group-ს კაპიტალის ბაზარზე თავის დამკვიდრება და საბანკო-საინვესტიციო მიმართულებით განვითარება სურს.

შეგახსენებთ, რომ Ant Group-ის მფლობელობაშია აზიის რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი საგადახდო პლატფორმა Alipay, რომელიც მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს.

რაც შეეხება უშუალოდ ჯეკ მას, Alibaba-ს დამფუძნებელი ამჟამად ჩინეთში იმყოფება და ის სოფლის მეურნეობის სექტორში ახალი ბიზნესის წამოწყებას ცდილობს. Bloomberg-ის შეფასებით, მისი ქონება 31 მილიარდ დოლარს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები