მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯეოსელის" განახლება

BM.GE
21.09.18 09:45
1022
უკვე 6 თვეა, რაც ქართული ბიზნესის ისტორიაში ერთ ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება შედგა და კომპანიის ახალი მფლობელი სილქნეტი მომხმარებლებს ჯეოსელთან ერთად განახლებულ ბრენდს წარუდგენს. ფაქტობრივად ერთი ერთში დაემთხვა რებრენდინდირებული ვიზუალის წარდგენა და საქმიანობისთვის მორიგი ლიცენზიის მიღება. მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიო სიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიაში კომპანია 25 391 303 ლარს გადაიხდის. კომუნიკაციების კომისიის ამ აუქციონში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა. 800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში ამოწურვადი რესურსით სარგებლობა „ჯეოსელმა“ 15 წლის ვადით შეეძლება.
ინტერნეტი, ტელევიზია, ფიქსირებული და მობილური მომსახურება - ეს ყველაფერი გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის სახეცვლილი მაღაზიების ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი

სტუმარი: ბაჩო ჩინჩალაძე, “სილქნეტი”, კომერციული დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები