„ჯერ არ გადავმდგარვარ, აქ ვარ“ -ასე უპასუხა ჟურნალისტს NCDC-ის ხელმძღვანელმა დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ამირან გამყრელიძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია გუშინ ტელეკომპანია "მთავარმა" გაავრცელა. მათი წყაროს ცნობით, გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს და სახელდება თანამდებობიდან წასვლის კონკრეტული მიზეზებიც. "მთავარის" ინფორმაციით, გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრთან დაპირისპირებას ეწირება.
"ვაქცინაციის პრობლემები, ბოლო დროის, დაკარგული ვაქცინების სკანდალი და აუდიტის სამსახურის შემოწმება - ეს არის ფორმალური მიზეზები, რომელთა გამოც გამყრელიძე იძულებულია წავიდეს, მაგრამ ზეწოლის მიუხედავად, მთვარმა ეპიდემიოლოგმა გადადგომის შესახებ განცხადება არ გააკეთა", - იტყობინებოდა "მთავარი".