მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯერ ნუ წავართმევთ ვაქცინას იმ ადამიანებს, ვისაც ორი დოზა არ გაუკეთებია” - გამყრელიძე ბუსტერზე

611cfdf99eb36
თათია ჩაფიჩაძე
18.08.21 16:31
2829
მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზებით ვაქცინაციაზე გადაწყვეტილებები ოქტომბრის ბოლოს მიიღება - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან განყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ვაქცინების მობილიზება ხდება იმ პირებისთვის, რომლებიც ორჯერადად აცრილები ჯერ არ არიან.

“ჯერ ბუსტერ დოზებზე დიდი საერთაშორისო პრაქტიკა არ არის, რამდენიმე ქვეყანამ დაიწყო მესამე დოზებით აცრა: არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა, ისრაელმა 50 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრა მეორე დოზიდან 6-8 თვის შემდეგ, აშშ იღებს ახლა გადაწვეტილებას, რომ მეორე აცრიდან 8 თვის შემდეგ გააკეთოს ბუსტერი. ამ ქვეყნებს ორჯერადად აცრილი მოსახლეობის დიდი რაოდენობა ჰყავთ, ჩვენ როცა ავცრით დიდ ნაწილის, მაშინ რათქმაუნდა მიზანშეწონილი იქნება მესამე დოზაზე საუბარი. ჯერ ნუ წავართმევთ ადამიანებს ვაქიცნას, ვისაც ორი დოზა არ გაუკეთებია. კი ვაქცინა საკამრისი რაოდენობით არის და კიდევ შემოდის, მაგრამ ჩვენთან ამ საკითხზე მოდით ვისაუბროთ ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასწყისში.

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მესამე დოზა საჭირო გახდება ამ პანდემიისას რაღაცა დროს, მაგრამ ჯერ-ჯერობით მტკიცებულება იმისა ეს იქნება 6, 8 თუ 10 თვის შემდეგ არ არის. საერთაშორისო პრაქტიკის და გამოცდლების შესაბამისად საქართველოც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას გვიან შემოდოგმაზე”- განმარტა გამყრელიძემ.