მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯერჯერობით რესპუბლიკური საავადმყოფო უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას - დუნდუა

6433eed533c82
BM.GE
10.04.23 15:30
471
სანამ რესპუბლიკურ საავადმყოფოზე საექსპერტო დასკვნები არ დაიდება, იქამდე კლინიკა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიორგი დუნდუამ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღეს თუ არა ყველა კითხვაზე პასუხები, დუნდუა პასუხობს, რომ არ მიუღიათ.

“სანამ საექსპერტო დასკვნები არ დაიდება, და კონკრეტული სამშენებლო საექსპერტო შეთანხმება არ იქნება, იქამდე კლინიკა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას. მინისტრმა გააჟღერა, რომ ყველა გადაწყვეტილებაზე კომუნიკაცია იქნება და ჩართულები ვიქნებით. მინისტრმა ასევე თქვა, რომ ჩვენი მოთხოვნა რაც არის, რომ არ შეწყდეს სამკურნალო პროცესი, ეს შესაძლოა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება პროტესტს, ჩვენ ეს ინფორმაცია უნდა მივიტანოთ თანამშრომლებთან.

პროტესტი არავის თვითმიზანი არ არის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა პროტესტმა საკმაოდ დიდი შედეგი გამოიღო, იმის მცდელობაა, რომ პროცესში ჩართული იყოს ის ხალხი, ვის კისერზეც უნდა გადავიდეს ეს ყველაფერი. ვერ ვიტყვი, რომ კრიზისი განმუხტულია. კრიზისის განმუხტვა 1 წუთში არ ხდება. გადაიდგა ის ნაბიჯი, რომ კრიზისული სიტუაცია სამუშაო რეჟიმში გადავიდეს“, - აღნიშნავს გიორგი დუნდუა.

რაც შეეხება კითხვას, დაინგრევა თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფო, ექიმი პასუხობს: „მე დამრჩა განცდა, რომ ამაზე ჯერ დიდი სამუშაო აქვთ ჩასატარებელი. სტრატეგია არის, რომ უნდა იყოს ახალი რესპუბლიკური და დანარჩენი საკითხები კვლევების შემდეგ გაირკვევა“.

ინფორმაციისთვის, დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოს რეაბილიტაციის გეგმა წარადგინა. იგეგმება 500 საწოლზე გათვლილი საავადმყოფოს მშენებლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები