მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯერჯერობით, შეჯერებული პოზიციაა, რომ ვაქცინაცია ყველასთვის ნებაყოფლობითია - გაბუნია

613740747af80
ინგა მურუსიძე
07.09.21 14:39
560
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, NCDC საკითხს ყოველთვის მკაცრად აყენებს. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ჯერჯერობით, შეჯერებული პოზიციაა, რომ ყველა ჯგუფისთვის ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

„ნებისმიერ შემთხვევაში NCDC საკითხს აყენებს ძალიან მკაცრად, რაც მიმართულია იქითკენ, რომ მაქსიმალური მოცვა გვქონდეს ვაქცინაციით.ვფიქრობთ, რომ ჯერჯერობით მაინც მნიშვნელოვანია მივცეთ თითოეულ მოქალაქეს და პროფესიონალს, მათ შორის სამედიცინო პერსონალს საშუალება, რომ თავად მივიდეს ამ გადაწყვეტილებამდე და ბოლომდე გააცნობიეროს ის სარგებელი, რაც შეიძლება ვაქცინაციას უკავშირდებოდეს.

თუმცა ვაქცინაციის შესახებ კანონი და სხვა ეთიკური ნორმები, რომელიც ამ სფეროს არეგულირებს, სრულად უშვებს მანდატორული ვაქცინაციის შესაძლებლობას. ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ჯერჯერობით მეტი დრო უნდა მივცეთ ყველა პროფესიას და ბიზნესს, რათა თავად მიიღონ ეს გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივის საფუძველზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები