მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯერომ პაუელთან დაპირისპირების ფონზე, ტრამპი ფედერალურ რეზერვს ეწვევა

ტრამპი
BM. GE
24.07.25 21:59
498

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თეთრი სახლის წარმომადგენლებთან ერთად ქვეყნის ცენტრალურ ბანკს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი ფედერალური რეზერვების ხელმძღვანელ ჯერომ პაუელთან პირადად შეხვედრას და რეფინანსირების განაკვეთის მნიშვნელოვნად შემცირების მოთხოვნას აპირებს.

გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ტრამპს პაუელის დათხოვნა სურდა, თუმცა შტატების პრეზიდენტმა მსგავსი რამ ნაკლებად სავარაუდოდ გამოაცხადა. ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, ცენტრალურ ბანკზე პოლიტიკური ზეწოლა ინსტიტუტის დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ეს კი, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს როგორც ბირჟებზე, ისე ფედერალური რეზერვებისადმი ნდობაზე.

ტრამპსა და პაუელს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ფედერალური რეზერვების ხელმძღვანელმა რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრ შემცირებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვეტილებები არა პრეზიდენტის სურვილების მიხედვით, არამედ დამოუკიდებლად, ეკონომიკურ ვითარებაზე დაყრდნობით უნდა მიიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები