მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კევინ უორში: FED-მა პოლიტიკური დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოს

უორში

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, კევინ უორშმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს და მისმა ხელმძღვანელობამ მხოლოდ საკუთარ ძირითად მიზნებზე უნდა მოახდინოს ფოკუსირება.

საჯარო მიმართვაში უორშმა ხაზი გაუსვა ინფლაციასთან ბრძოლის აუცილებლობასაც. მისი თქმით, უწყების დამოუკიდებლობას ყველაზე დიდ საფრთხეს ისეთი საკითხები უქმნის, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და სოციალური უთანასწორობა, რადგან მათზე რეაგირება FED-ის უფლებამოსილებასა და ექსპერტიზას სცილდება.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კევინ უორში ჯერომ პაუელის შემცვლელად იანვრის ბოლოს წარადგინა. კანდიდატის გარშემო არსებული მთავარი კითხვები უკავშირდება იმას, შეძლებს თუ არა იგი გაუძლოს თეთრი სახლის მხრიდან მოსალოდნელ ზეწოლას საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით. თავად უორში მიიჩნევს, რომ არჩეული თანამდებობის პირების მიერ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მონეტარული პოლიტიკის ოპერაციულ დამოუკიდებლობას საფრთხეს არ უქმნის.

პარალელურად, პრეზიდენტი ტრამპი ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოს წევრის, ლიზა კუკის თანამდებობიდან გადაყენებას ცდილობს, რაზედაც საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ კევინ უორში წარსულში ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს წევრის პოზიციას იკავებდა. თავად ფედერალური რეზერვი აშშ-ის ცენტრალური ბანკია, რომელიც ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას წარმართავს და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები