მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

JetBlue-ს და Spirit Airlines-ის $3.8-მილიარდიანი გარიგება საბოლოოდ ჩაიშალა

jet

ამერიკული JetBlue-ს და Spirit Airlines-ის გარიგება, რომელიც 3 მილიარდ 800 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, საბოლოოდ ჩაიშალა. კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, შერწყმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება.

მოვლენების ასეთი განვითარების მიზეზი აშშ-ის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც აღნიშნული გარიგება დაბლოკა.

სასამართლომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პოზიცია გაიზიარა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამ გარიგებით საავიაციო ბაზარზე კონკურენცია შეიზღუდებოდა.

სასამართლოს მოსაზრება, გარკვეულწილად, რეალობას ეფუძნება, რადგან ორი კომპანიის შერწყმის შედეგად, აშშ-ში სიდიდით რიგით მე-5 ავიაკომპანია გაჩნდებოდა. ამ ეტაპზე, აშშ-ის უდიდესი ავიაკომპანიები American Airlines-ი, Delta Air Lines-ი, Southwest Airlines-ი and United Airlines-ი არიან, რომლებიც, ჯამურად, ბაზრის ორ-მესამედზე მეტს აკონტროლებენ. თუ სასამართლო ზემოხსენებულ გარიგებას მწვანე შუქს აუნთებდა, ახლად შექმნილი კომპანია ბაზრის 10%-იან წილს მოიპოვებდა.

ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ Spirit Airlines-ი ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ბაზარზე ფასების ბალანსირებაში დიდ როლს ასრულებს. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, Spirit-ის შესყიდვით დაბალბიუჯეტურ ბიზნესმოდელზე უარს JetBlue-ც იტყოდა, რაც ბაზარზე კონკურენციას კიდევ უფრო მეტად შეზღუდავდა.