სოფელს ალვანის მოსახლეობა სამუშაო ჯგუფს ქმნის, რომელიც თუშეთის გზის გაწმენდით სამუშაოებს დააკვირდებიან. მოსახლეობასა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ნაწილობრივ შედგა. ადგილობრივების განმარტებით, სამუშაოებს დააკვირდებიან და თუ პრობლემა მალე არ მოგვარდება, პროტესტს გააგრძელებენ. ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ტენდერში გამარჯვებული კომპანია “არილი” ხვალიდან ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე დამატებით მძიმე ტექნიკას შეიყვანენ. ამასთან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე, ხელოვნური ტბის მონაკვეთზე საქონლის გადასაადგილებელი ბილიკი მოეწყობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თუშეთთან დამაკავშირებელი გზა სავარაუდოდ ორ კვირაში გაიხსნება. სოფელ ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობა თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარებას ითხოვს, რის მათ საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს. გუშინ კი მათ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩაშალეს.
https://knews.ge/?p=39351.
https://knews.ge/?p=39351.


































