მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯი არ სიმ” EBRD-ის დახმარებით წარმოება გააფართოვა

6481e42cb0e30
BM.GE
08.06.23 18:20
400
EBRD-ის დახმარებით, სახურავების ქართულმა მწარმოებელმა, კომპანია GRC-იმ საკუთარი წარმოება გააფართოვა - ამის შესახებ თავად EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული.

კომპანია GRC ქართულ ბაზარზე 2003 წლიდან საქმიანობს და ის სხვადასხვა პროფილისა და მასალის გადასახურ მასალებს აწარმოებს. გადახურვის სისტემებთან ერთად, GRC ბაზარს ჟოლობებს და წვიმის წყლის მართვის სისტემებსაც სთავაზობს.

კომპანიამ EU4Business-ის საკრედიტო ხაზით საკუთარი საწარმოო სიმძლავრეები გააუმჯობესა და ბაზარს ახალი ტიპის პროდუქტებიც შესთავაზა. კომპანიამ EBRD-ის მიერ დაფინანსებული სესხი “პროკრედიტ ბანკის” მეშვეობით მიიღო.

“ჩვენ ყოველთვის გვქონდა ამბიცია მოგვეხდინა დივერსიფიცირება და ქართული სამშენებლო ბაზრისთვის ადგილობრივი წარმოების პროდუქცია შეგვეთავაზებინა,”- განაცხადა GRC-ის ბრენდ მენეჯერმა საბა ჯანელიძემ.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია GRS ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს, საუბარია სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებსა და სომხეთის ბაზარზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები