მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯი თი გრუპმა" ახალი სერვის-ცენტრი გახსნა

ჯითიგრუპი მარნეული
19.01.24 14:55
894

2024 წელს „ჯი თი გრუპი“ სიახლით ხვდება. 17 იანვარს, კომპანია „ჯი თი გრუპმა“. ქ. მარნეულში, „კასტროლის“ ახალი სერვის-ცენტრი გახსნა, რომელიც ძირითადად ზეთის გამოცვლისა და ავტომობილების მსუბუქი სერვისისთვის იქნება განკუთვნილი.

„კასტროლის“ სერვის-ცენტრი აღჭურვილია უახლესი სასერვისო დანადგარებით და მოემსახურება ყველა ტიპის ავტომობილს.

სერვის-ცენტრში დასაქმდება ათამდე ადამიანი და ცენტრის ენერგომომარაგების ტექნოლოგიურ ციკლში ჩართული იქნება მზის პანელებით აღჭურვილი სახურავი, რომელიც მზის ენერგიის გამოყენებით წელიწადში დაახლოებით 12,000-მდე კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს. თეორიულად ეს ექვივალენტურია საშუალო ზომის ავტომობილის მიერ 22 540 კმ-ის გავლისას გამოყოფილი ნახშიროჟანგების ემისიის.

მზის ენერგიის გამოყენებით, „ჯი-თი გრუპი“ და „კასტროლის“ ბრენდი ხელს უწყობს საქართველოს ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას და გარემოზე მავნე გავლენის შემცირებას, რაც ეკონომიკის მდგრად განვითარებას და მომავალი თაობებისთვის ჯანმრთელი ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს.

„კასტროლი“, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კომპანიაა, 2024 წელს განახლებული ლოგოტიპითაც ხვდება. „კასტროლის“ ახალი ლოგო უფრო თანამედროვე, დინამიკურ და ცოცხალ ტენდენციებს გამოხატავს და მეტად შეესაბამება კომპანიის 21-ე საუკუნის დინამიკას.

„კასტროლის“ ახალი შინაარსი სცდება კომპანიის ძირითად ბიზნესმიმართულებას, საცხებ-საპოხი მასალების წარმოებას, და მომხმარებლებს დამატებით ღირებულებას სთავაზობს, რომელიც ასახავს მათ ცვალებად საჭიროებებს. მაგალითად, კომპანია უკვე აწარმოებს უახლესი სახის სითხეებს ელექტრომობილებისთვის, რაც მოიცავს ტრანსმისიის, თერმული დანიშნულებისა და ელექტრომობილებისთვის შექმნილ საცხებ-საზეთე მასალებს საერთო სახელით - Castrol ON.

„ჩვენი განახლებული ბრენდი ასახავს ჩვენს მიზანს ვიყუროთ მომავლისკენ, ინვესტიცია მომავალში გავაკეთოთ და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ზრდისა და წარმატებისათვის მომხმარებლების უფრო ფართო ჯგუფში“, - ამბობს „კასტროლის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ქ-ნი ნიკოლა ბაკი.

„მსოფლიო იცვლება და სულ უფრო მიისწრაფვის ნულოვანი ემისიისკენ, შესაბამისად, მომხმარებლის სურვილია შევთავაზოთ მას სიცოცხლისუნარიანი, ეკოლოგიური და მდგრადი შედეგების მქონე ტექნოლოგიური გადაწყვეტები. ცვლილება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა „კასტროლის“ განვითარებისთვის. ჩვენ ვატყობინებთ სამყაროს, რომ ჩვენ მზად ვართ ახალი მომავლისათვის“.

„კასტროლი“თავის ერთგულ მომხმარებელთან ერთად ახალ წელს ახალ ლოკაციაზე ხვდება. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის, “კასტროლის“ პრემიუმ კლასის საავტომობილო ზეთები, საცხებ-საპოხი მასალები და ავტომობილების მსუბუქი სერვისი, 2024 წლიდან ხელმისაწვდომი იქნება შიდა ქართლის მომხმარებლებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები