მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯი-თი მოტორსმა” BMW-ს პრეზიდენტის ჯილდო მოიპოვა

BMW
22.05.24 18:06
778

“ჯი-თი მოტორსი” BMW-ს პრეზიდენტის ჯილდოს გამარჯვებული გახდა. აღნიშნული ჯილდო BMW საქართველოს გუნდმა ოპერირების პირველივე წელს, 44 ქვეყანას შორის მოიპოვა.

კომპანია საავტომობილო ბრენდს ოფიციალურად 2022 წლის 1 სექტემბრიდან წარმოადგენს, ეს მიღწევა კი ბაზარზე მისი წარმატებული ოპერირების პირდაპირი შედეგია.

“ჯი-თი მოტორსის” განცხადებით, აღნიშნული ჯილდო BMW საქართველოს გუნდის შრომისმოყვარეობის დასტურია, რაც ემსახურება მომხმარებლებისთვის საუკეთესო პროდუქტისა და სერვისის შეთავაზებას.

2023 წელს კომპანიამ BMW-სა და MINI-ს 440-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა და კიდევ უფრო მეტად გაამყარა კავშირები საკუთარ მომხმარებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან.

აღსანიშნავია, რომ “ჯი-თი მოტორსი” აღმაშენებლის ხეივანზე გეგმავს ახალი შოურუმის აშენებას, რომელიც BMW-სა და MINI-ს უახლესი სტანდარტის მიხედვით იქნება დაპროექტებული და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები