“ჯი-თი მოტორსმა” ცნობილ ფრანგ არტისტ გიომ მარმინთან და ციფრულ თბილისთან კოლაბორაციით BMW XM-ის დიზაინით შთაგონებული ციფრული ინსტალაცია წარადგინა.
XM-ი BMW M-ის ყველაზე მძლავრი, მაღალტექნოლოგიური SUV-ია, რომლის სკულპტურული დიზაინი სრულიად ახალი, ინოვაციური ხედვით შეიქმნა. მოდელის გამორჩეული ხასიათიდან გამომდინარე, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო მისი განსაკუთრებულად წარმოჩენა. ინსტალაციის მთავარი მიზანი ახალი, უნიკალური მოდელის სპეციფიკის, თანამედროვე დიზაინისა და BMW-ს ბრენდის იმ იდეოლოგიის წარმოჩენაა, როგორიცაა - მართვის უკომპრომისო სიამოვნება და სწრაფვა მომავლისკენ.
BMW XM-ით ინსპირირებული ციფრული ინსტალაცია ილია ჭავჭავაძის გამზირის 37 ნომერში სექტემბრის ბოლომდე იქნება წარმოდგენილი.
1 სექტემბერს ერთი წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც „ჯი-თი მოტორსი“ საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს BMW-სა და MINI-ს. კომპანიას წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე ჰქონდა, მათ შორისაა: დროებითი შოურუმის გახსნა, ისეთი ლიმიტირებული მოდელების ჩამოყვანა, როგორიცაა M5 CS და M3 CS, 2023 წლის ისეთი ახალი მოდელების წარდგენა, როგორიცაა ახალი მე-7 სერია, ახალი X1, X5-ისა და X6-ის Facelift მოდელები.
მას შემდეგ, რაც „ჯი-თი მოტორსი“ BMW-ს ოფიციალური იმპორტიორი გახდა საქართველოში, გაყიდვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 25-ჯერ გაიზარდა. ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ შეძლო 270-ზე მეტი ერთეული ავტომობილის გაყიდვა.
ამ დროისთვის მუშავდება BMW-ს ახალი შოურუმის პროექტიც, რომელიც BMW-ს განახლებული კონცეფციის სტანდარტების შესაბამისად შექმნილი ერთ-ერთი პირველი შოურუმი იქნება რეგიონში.