მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯიმ რეტკლიფი “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ახალი სტადიონის აშენებას გეგმავს

ახალი სტადიონი მანჩესტერს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთ მფლობელ ჯიმ რეტკლიფს, კლუბისთვის ახალი სტადიონის აშენება სურს. ახალი სტადიონი ინგლისისთვის იქნება, როგორც “ჩრდილოეთის უემბლი”, რომელზედაც 100 ათასი ადამიანი დაეტევა და გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე დიდი იქნება. რეტკლიფმა ადგილობრივ მერიას პროექტით უკვე მიმართა და ახლა ახალი ადგილის იჯარით აღებას აპირებს, სადაც სტადიონი აშენდება.

“იუნაიტედის“ ხელმძღვანელები “ოლდ ტრაფორდის“ დანგრევასა და ახალი სტადიონის იგივე ადგილზე აშენებას აპირებდნენ, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტეს სხვა ადგილი მოეძებნათ, რაც მშენებლობის პროცესის პერიოდში კლუბს საქმეს აღარ გაურთულებს და გუნდი შეძლებს მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, რა დროც ახალი არენის აგებას დასჭირდება, ისევე თავის მშობლიურ მოედანზე იასპარეზოს.

“ოლდ ტრაფორდი” 114 წლის წინ აშენდა და ახლა მოედანი რთულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაშია, რადგან გასული სეზონის მიმდინარეობისას მოედანი არაერთხელ დაიტბორა და კედლებიც დაბზარულია. სწორედ ამ მიზეზით 2028 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატზე “ოლდ ტრაფორდი” ერთ-ერთ მასპინძელ სტადიონად არ აირჩიეს.
სხვადასხვა გამოთვლებით სტადიონის განახლება დაახლოებით 800 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდება, ხოლო სრულიად ახლის აშენება 1,5-დან 2 მილიარდ გირვანქამდე.

ცნობისთვის, უკანასკნელი პრემიერ ლიგური კლუბი, რომელიც სრულად ახალ სტადიონზე გადავიდა სათამაშოდ “ტოტენჰემ ჰოთსპურია”, რომელიც 2016-2019 წლამდე შენდებოდა და პროექტის ღირებულებამ 1,2 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები