“მანჩესტერ იუნაიტედის” მცირე წილის მფლობელმა ჯიმ რეტკლიფმა კლუბში მისვლის პირველივე დღეს საკადრო გადაწყვეტილება მიიღო და ორგანიზაციაში მომუშავე 300-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა.
რეტკლიფის მოთხოვნით, რომელსაც კლუბის აქციების 27,7%-იანი წილის შეძენა 1,3 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა, “იუნაიტედში” შემოწმების მიზნით აუდიტი შევიდა და წინა მმართველების მხრიდან დაშვებული ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა.
რეტკლიფმა 1200 კაციანი სტაფი 25%-ით შეამცირა, რათა ხარჯები შეემცირებინა და გაეზარდა სხვადასხვა დეპარტამენტის მუშაობის ეფექტურობა. ამას გარდა ინგლისელი ფუნქციონერი თვლის, რომ შტატები ხელოვნურადაა გაზრდილი, რაშიც ძმებ გლეიზერებს ადანაშაულებს.
ცნობისთვის, რეტკლიფმა კომპანია Ineos-ის თავმჯდომარემ, გლეიზერების ოჯახის საკუთრებაში არსებული B კლასის აქციები და A კლასის აქციები შეიძინა, რომლებიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.
როგორც ცნობილია, რეტკლიფი პასუხისმგებელი იქნება კლუბის სპორტულ საქმიანობაზე, გლეიზერები კი გააგრძელებენ მარკეტინგულ და სხვა არა სპორტულ საქმიანობებს. ბრიტანელი ბიზნესმენი ასევე დააბანდებს 300 მილიონ დოლარს კლუბის სტადიონის “ოლდ ტრაფორდისა” და მოსამზადებელი ბაზის კერინგტონის გასანახლებლად.
შეგახსენებთ, რომ ჯიმ რეტკლიფი ქონება Forbes-ის შეფასებით 20 მილიარდ დოლარს შეადგენს, რითაც ის ინგლისის უმდიდრესი ადამიანია. ხოლო რაც შეეხება გლეიზერებს, მათ “მანჩესტერ იუნაიტედი” 2005 წელს 1,5 მილიარდ დოლარად შეიძინეს.