სასტუმრო „ჯინჯერი“ თბილისში, “პორტაკავკასია“ ყაზბეგში, „წყალტუბო პლაზა“წყალტუბოში და „რანჩო ვარიანი“ გორში - ეს იმ სასტუმროების ჩამონათვალია, რომელიც მენეჯმენტ კომპანია „KA ჯგუფმა“ 2025 წელს მართვაში დაიმატა.
KA Group-ი ბაზარზე 2018 წლიდანაა და დღემდე, კომპანიას 30-მდე გახსნის, მართვის ან ქონსალთინგ სერვისებით თანამშრომლობის პრაქტიკა აქვს. ამჟამად, KA Group-ი საქართველოსა და სომხეთში სასტუმროების მართვის სფეროში ერთ-ერთი აქტიური მოთამაშეა. კერძოდ, მენეჯმენტ კომპანია საქართველოში [თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში] სასტუმროებს მართავს, ასევე, კომპანიის მართვაშია კურორტ საირმეში Sairme Hotels & Resortt; 2025 წლიდან კი, კომპანია სომხეთის დედაქალაქ ერევანში 4 სასტუმროს მმართველიცაა.
როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „KA ჯგუფის“ დამფუძნებელმა ირაკლი ჭიღლაძემ განაცხადა, 2026 წელს, საქართველოში კიდევ ერთი სასტუმროს დამატებას აპირებენ.
“ეს სასტუმროები ტურისტულად აქტიურ რეგიონებშია და ყოველთვის იყო ტუროპერატორებისგან და ტურისტული კომპანიებისგან უკუკავშირი, რომ ამ რეგიონებში გვქონოდა სასტუმრო. კიდევ არის რამდენიმე რეგიონი, თუმცა 2026 წელს ჩვენი რესურსიდან გამომდინარე ალბათ მხოლოდ ერთი სასტუმროს დამატებას შევძლებთ - ეს "ახალციხე ინნი" იქნება”, - აღნიშნა მან.
სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია KA Group-ი საქართველოს გარდა სასტუმროებს სომხეთშიც მართავს. როგორც ირაკლი ჭიღლაძემ განაცხადა, ჯგუფის მართვაშია უკვე 4 სასტუმრო ერევანში.
„სასტუმროების სექტორი საინვესტიციოდერევანში დღეს ძალიან კარგი”, - ამბობს ირაკლი ჭიღლაძე და მიზეზად მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორს ასახელებს. მისი თქმით, სომხეთის დედაქალაქში, ჯერჯერობით, მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე სასტუმროების მიწოდება.
“ერევანში ძალიან კარგი წელი გვქონდა. თუთბილისს და ერევანს ვადარებთ, იქევროპელი ტურისტი, მცირედით, მაგრამ უფრომეტი ზრდა იყო 2025 წელს. ზოგადად, როგორცაღვნიშნე ოთახფონდი ერევანში შედარებითნაკლებია. მაგალითად, თბილისში არის 47 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, ერევანშიარის მხოლოდ 8, რაც [სასტუმროების დატვირთვას ამარტივებს]... საინვესტიციოდერევანია დღეს ძალიან კარგია. იმედი მაქვს, იგივე ბედს არ გაიზიარებენ, რაც თბილისშიმოხდა... 2017- 2019 წლებში ბევრმაბიზნესმენმა გადაწყვიტა ამ მიმართულებითინვესტირება. 2022 წლისთვის კი მივიღეთ ჭარბი მიწოდება სასტუმროების, რომელსაც ტურისტების რაოდენობის ზრდის ტემპი ვერდაეწია”, - განმარტა ირაკლი ჭიღლაძემ.
“წერტილთან” ინტერვიუში “KA ჯგუფის“ დამფუძნებელმა 2026 წლის მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარ რისკად არასტაბილურობას მიიჩნევენ.
რა სჭირდება სასტუმროს ბიზნეს ყველაზემეტად განვითარებისთვის? – “მეტიკვალიფიციური კადრი, ნაკლები საშემოსავლოდა დღგ-ის გადასახადი, რაც მოგვცემს იმრესურსს, რომ ეს სფერო კიდევ უფრომნიშვნელოვანი გახდეს, რადგან ქვეყნის ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს”, - განაცხადა ირაკლი ჭიღლაძემ “წერტილის” წამყვანის კითხვის პასუხად.




























