ჯინო ჰოლდინგის დამფუძნებელმა, ნოდარ გიორგაძემ შოვის უმძიმესი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას 30 000 ლარი გადაურიცხა.
“ჯინო ჰოლდინგი” გაცნობებთ მისი დამფუძნებლის, ბატონი ნოდარ გიორგაძის მნიშვნელოვანი დონაციის შესახებ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისათვის“, შოვის სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით.
შოვის სტიქიამ უმძიმესი ზიანი მიაყენა ქვეყანას. დაზარალებულთათვის დროული დახმარების აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია, სტიქიით გამოწვეული შედეგების მინიმიზაციისთვის.
ჯინო ჰოლდინგის მიერ გაღებული შემოწირულება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტიქიის ზონაში „წითელი ჯვრის საზოგადოების“ მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შეუფერხებლად განხორციელებაში.
“ჯინო ჰოლდინგის“ კორპორაციული და ადამიანური პასუხისმგებლობაა საქართველოს გვერდში დგომა ასეთ მძიმე ვითარებაში”, - აცხადებს ნოდარ გიორგაძე, “ამ შემოწირულებით ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს წვლილს შევიტანთ სტიქიით დაზარალებულ პირთა და მათი ოჯახების დახმარებაში”.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლები და მოხალისეები პირველივე წუთებიდან იმყოფებიან სტიქიის ზონაში. ონისა და ამბროლაურის ფილიალების თანამშრომლები და მოხალისეები მობილიზებული არიან შემთხვევის ადგილზე და ჩართულნი არიან როგორც პირველადი და ფსიქოსოციალური დახმარების აღმოჩენაში, ასევე, ოჯახური კავშირების აღდგენის საკითხში. სტიქიის შედეგების მართვაში ასევე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მათი კატასტროფის გუნდი.
“საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ მადლობას უხდის ჯინო ჰოლდინგს მყისიერი რეაგირებისათვის და გაწეული მხარდაჭერისათვის. ერთად ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ სტიქიის ზონაში დაზარალებულ ადამიანებს“ - საქართველოს წითელი ჯვარი.
ჯინო ჰოლდინგისა და წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელოვანი პრეცედენტია.
აღნიშნული დონაცია ხაზს უსვამს კერძო სექტორისა და ორგანიზაციების ერთიანობის მნიშვნელობას ქვეყნისათვის ასეთ მძიმე დღეებში.
ჯინო ჰოლდინგის შესახებ: ჯინო ჰოლდინგი არის ქართულ-სლოვაკური ჰოლდინგი, რომელიც 2013 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჰოლდინგს ჯამში საქართველოში ინვესტირებული აქვს 88 მილიონ ევროზე მეტი. ჰოლდინგის საქმიანობის ძირითად მიმართულებას საქართველოსა და სლოვაკეთში წარმოადგენს სტუმარმასპინძლობა და ენერგეტიკა.