მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯიპიაი ჰოლდინგი" ყველაზე სანდო სადაზღვევო კომპანიაა (რ)

ჯიპიაი ჰოლდინგი
BM. GE
25.09.23 11:40
132

„ჯიპიაი ჰოლდინგი“  ყველაზე სანდო სადაზღვევო კომპანიად დასახელდა.  საზოგადოებრივი აზრი  ორგანიზაცია „ეისითიმ“ შეისწავლა. კითხვაზე - რომელი სადაზღვევო კომპანია მიგაჩნიათ ყველაზე სანდოდ? - გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა „ჯიპიაი ჰოლდინგს“ ასახელებს.

კომპანიის მიმართ ნდობა მაღალია, როგორც კერძო დაზღვევის მომხმარებლებში, ისე არამომხმარებელში.

კვლევის ფარგლებში, მკვლევარებმა ზოგადი დამოკიდებულებები გამოიკვლიეს - სანდოობის მაჩვენებლით „ჯიპიაი“ ლიდერობს.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი, პაატა ლომაძე: “ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ - რას ფიქრობს მომხმარებელი. სწორედ ამიტომ რეგულარულად ვსწავლობთ  მოსახლეობის განწყობას. ჩვენი მიზანია, ვუპასუხოთ მოქალაქეების მოთხოვნებს და მათზე მორგებული გავხადოთ დაზღვევა.  „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 22 წელია სადაზღვევო ბაზარზე ოპერირებს და კომპანიას ზურგს  ევროპული გამოცდილება და ექსპერტიზა უმაგრებს,  ვენის სადაზღვევო ჯგუფის სახით. მისი ტრადიცია ორ საუკუნეს ითვლის და A+ რეიტინგის სადაზღვევო დაცვას სთავაზობს ბაზარს, სწორედ ეს გამოცდილება და ცოდნა უდევს საფუძვლად ნდობას, ისევე როგორც ადგილობრივი ბაზრის განვითარებისკენ მიმართული არაერთი ინიციატივა. „ჯიპიაიმ“ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ის ყოველთვის მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.  ნდობის გასაღრმავებლად მუშაობას ვაგრძელებთ და  მალე არაერთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ გავაკეთებთ განაცხადს, რომლის მიზანიც სწორედ დაზღვევაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ჩვენი მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნა იქნება“.

სადაზღვევო ბაზარზე უდიდეს გამოცდილებასთან ერთად, ნდობის საფუძველს ქმნის “ჯიპიაი ჰოლდინგის” მაღალი სოციალური  პასუხისმგებლობა. კომპანიის ამოსავალი წერტილია საიმედო და მდგრადი მომავლის შექმნა პარტნიორების, თანამშრომლებისა და დაზღვეულებისთვის. წლებია,  “ჯიპიაი ჰოლდინგი” ახორციელებს პროექტებს, რომელსაც  საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასება ბევრჯერ მოჰყვა. მათ შორის არის თანამშრომელთა კეთილდღეობაზე მიმართული პროექტები,  იქნება ეს მრავალფეროვნების, და თანასწორობის თუ განვითარებისა და სწავლების, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება. “ჯიპიაის” პრიორიტეტია სატრანსპორტო უსაფრთხოება და ეკოლოგია, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება.  კომპანიამ  ბევრჯერ დაამტკიცა, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობისა და სოციალური პოლიტიკის განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთ წამყვან კომპანიას წარმოადგენს. 

“ჯიპიაი ჰოლდინგი” მომხმარებელთა განწყობებს რეგულარულად სწავლობს. საზოგადოებრივი აზრის კვლევას ყოველ წელს  ატარებს და უკვე ათი წელია ,  ნდობის რეიტინგში,  უპირობო ლიდერობას ინარჩუნებს.

„ჯიპიაი ჰოლდინგი” მოწინავე ადგილს იკავებს ცნობადობის თვალსაზრისითაც. კვლევის მიხედვით, კერძო დაზღვევის მომხმარებლებში ის ლიდერია, კომპანიის ჯამური ცნობადობა 96%-ს შეადგენს. 
კვლევა  კომპანია „ეისითიმ“ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაკვეთით, 2023 წლის ივნისში  ჩაატარა. კვლევითმა ორგანიზაციამ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, თბილისის მასშტაბით 918 პირი გამოკითხა. რაოდენობითი კვლევა სატელეფონო ინტერვიუს გზით შედგა. ინტერვიუს ხანგრძლივობა 10-12 წუთს შეადგენდა. ცდომილების ზღვარი +-3,2%-ს შეადგენს, 96%-იანი საიმედოობის პირობებში.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე 22 წელია წარმოდგენილია და სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. კომპანია ლიდერია როგორც კორპორაციული, ისე საცალო დაზღვევის მიმართულებით. “ჯიპიაი” პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს სრულად დისტანციური სადაზღვევო სერვისები შესთავაზა.  “ჯიპიაი ჰოლდინგი”2006 წლიდან,  „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“. “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს ბაზარზე. ის ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ევროპის 25 ქვეყნის 50 კომპანიას ფლობს და მართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები